ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | მესამე ბრინჯაოს შანსი მსოფლიო ჩემპიონატზე – გობაძე ფინალურ ბლოკში იასპარეზებს #1TVSPORT
ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში დასკვნით საშეჯიბრო დღეს ლაშა გობაძე (87 კგ) ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.
ქართველმა ფალავანმა რეპეშაჟის შეხვედრაში აზერბაიჯანელი ისლამ აბასოვი 5:3 დაამარცხა და ფინალურ ბლოკში ვიხილავთ.
ასტანის მსოფლიო პირველობაზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ორი მედალია – იური ლომაძემ (72 კგ) და ვახტანგ ლოლუამ (55 კგ) ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.