ბიორნ იონსენი - „ტორპედოს“ მთავარი მიზანი ევროტურნირებზე შედეგიანი თამაშია #1TVSPORT
ბიორნ იონსენი - „ტორპედოს“ მთავარი მიზანი ევროტურნირებზე შედეგიანი თამაშია #1TVSPORT

ბიორნ იონსენმა ქუთაისის „ტორპედოსთან“ ახალი კონტრაქტის გაფორმება გადაწყვიტა – ნორვეგიელმა თავადმსხმელმა და ეროვნული ლიგის გასული სეზონის საუკეთესო ბომბარდირმა მიზეზი დაასახელა, რის გამოც გუნდში დარჩა.

„ბევრი შეთავაზება მქონდა, მაგრამ, ვფიქრობ, რომ „ტორპედოში“ დაუსრულებელი საქმე დამრჩა – ჩემპიონობა და ევროტურნირებზე თამაში. გუნდმა კარგი ტრანსფერები განახორციელა და ეს ძალიან დაგვეხმარება.

ჩვენი მიზანი ყოველთვის ჩემპიონობაა. ვეცდებით, საქართველოს თასიც მოვიგოთ, მაგრამ მთავარი ამოცანა ევროტურნირზე შედეგიანი თამაშია. ვფიქრობ, ეს ყველაფერი რეალურია. ბედნიერი ვარ დაბრუნებით, იმედი მაქვს, წელს ერთად ბევრ ტიტულს მოვიგებთ“, – განაცხადა იონსენმა.

გასულ სეზონში ნორვეგიელმა თავდამსხმელმა „ტორპედოს” მაისურით 40 მატჩში 26 გოლი გაიტანა. გამორჩეული სეზონის შემდეგ ეროვნული ლიგის საუკეთესო ბომბარდირის შეძენა არაერთ კლუბს სურდა. ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ მან „ტორპედოში“ დარჩენა გადაწყვიტა და კლუბთან ახალი, ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.