ბიორნ იონსენი ეროვნული ლიგის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე გახდა #1TVSPORT
ქუთაისის „ტორპედოს“ თავდამსხმელი ბიორნ იონსენი „გოლი+პასის“ სისტემით ეროვნული ლიგის დასრულებული სეზონის ყველაზე შედეგიანი მოთამაშეა.
ნორვეგიის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა დასრულებულ სეზონში 21 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა, ჯამში 23 ქულა დააგროვა, რაც ეროვნულ ლიგაში საუკეთესო მაჩვენებელია – იონსენმა კონკურენტ გიორგი ფანცულაიას („სამგურალი“) 5 ქულით გაასწრო.
ეროვნლი ლიგის ყველაზე შედეგიანი მოთამაშეები („გოლი+პასი“):
1. ბიორნ იონსენი, „ტორპედო“ – 23 ქულა (21 გოლი, 2 საგოლე პასი)
2. გიორგი ფანცულაია, „სამგურალი“ – 18 (17, 1)
3. შოთა შეყილაძე, „დილა“ – 15 (10, 5)
4. თორნიკე მორჩილაძე, „დინამო თბ“ – 13 (12, 1)
5. იური ტაბატაძე, „იბერია“ – 14 (11, 3)
6. გიზო მამაგეიშვილი, „იბერია“ – 14 (6, 8)
7. ლევან პაპავა, „გარეჯი“ – 12 (11, 1)