ბინაში, სადაც გაზის ნამწვით შვიდი ადამიანი გარდაიცვალა, ღიაკამერიანი გამათბობელი კუსტარულად იყო დამონტაჟებული [ფოტო]
ბინაში, სადაც გაზის ნამწვით შვიდი ადამიანი გარდაიცვალა, ღიაკამერიანი გამათბობელი კუსტარულად იყო დამონტაჟებული [ფოტო]

თბილისში, ქეთევან წამებულის გამზირზე მდებარე საცხოვრებელ ბინაში, სადაც ბუნებრივი აირის ნამწვის დაგროვებას მსხვერპლი მოჰყვა, ღიაკამერიანი, აკრძალული გამათბობელი იყო დამონტაჟებული. ამის შესახებ პირველ არხს „ყაზტრანსგაზ თბილისში“ განუცხადეს.

ადგილზე მისული სპეციალისტების განცხადებით, გამათბობელი კუსტარულად იყო დამონტაჟებული.

მათივე ცნობით, კუსტარულად დამონტაჟებული გაზგამათბობელი ცოტა ხნის წინ „ყაზტრანსგაზმა“ ჩაჭრა, მაგრამ  გამათბობელი თვითნებურად აღადგინეს.​​

შემთხვევა თბილისში, ქეთევან წამებულის #67-ში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში, მეშვიდე სართულზე მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვლილია შვიდი ადამიანი. როგორც ადგილზე მყოფები ყვებიან, გარდაცვლილებს ბინა ნაქირავები ჰქონდათ. მეზობლების ინფორმაციით, ისინი მშენებლობაზე იყვნენ დასაქმებული.