თბილისში, ქეთევან წამებულის გამზირზე ბუნებრივი აირის ნამწვით, წინასწარი ინფორმაციით, შვიდი ადამიანია გარდაცვლილი
თბილისში, ქეთევან წამებულის გამზირზე ბუნებრივი აირის ნამწვით, წინასწარი ინფორმაციით, შვიდი ადამიანია გარდაცვლილი

თბილისში, ქეთევან წამებულის გამზირზე სავარაუდოდ ბუნებრივი აირის ნამწვის დაგროვების შედეგად გარდაცვლილთა ზუსტი რიცხვი ჯერ არ კონკრეტდება.

წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვლილია შვიდი ადამიანი.

ადგილზე მუშაობენ სამართალდამცველები. ასევე, მობილიზებული იყო სამაშველო სამსახური.

„გარდაცვლილია რამდენიმე ადამიანი. მიმდინარეობს გარდაცვლილთა ვინაობის დადგენა. მომხდართან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო მოგვიანებით გაავრცელებს“, – აცხადებენ შსს-ში.

შემთხვევა თბილისში, ქეთევან წამებულის #67-ში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში, მეშვიდე სართულზე მოხდა. როგორც ადგილზე მყოფები ყვებიან, გარდაცვლილებს ბინა ნაქირავები ჰქონდათ. მეზობლების ინფორმაციით, ისინი მშენებლობაზე იყვნენ დასაქმებული.