ბილეთების გაყიდვა დაიწყო - საქართველოს ნაკრები 7 ივნისს ითამაშებს
ბილეთების გაყიდვა დაიწყო - საქართველოს ნაკრები 7 ივნისს ითამაშებს

საქართველოსა და გიბრალტარის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებების მატჩის ბილეთების ონლაინ რეჟიმში გაყიდვა დღეს, 30 მაისს დაიწყო.

გულშემატკივარს ინტერნეტის საშუალებით, ვებგვერდ tkt.ge-ზე შეუძლია ბილეთების შეძენა. ფასები 5, 10, 15 და 25 ლარით განისაზღვრება.

ამასთან, ბილეთების გაყიდვა „დინამო არენას“ სალაროებში, რამდენიმე დღეში დაიწყება.

შეხვედრა 7 ივნისს, ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ გაიმართება.  ჩვენს ეროვნულ გუნდს აქვს შანსი, რომ 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ტურში სატურნირო მდგომარეობა გამოასწოროს და პირველი გამარჯვება მოიპოვოს.

მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ. მატჩი 20:00 საათზე დაიწყება.