გერმანიის ნაკრების ნახევარმცველმა ტონი კროოსმა, შესაძლოა, დაასრულოს სანაკრებო კარიერა.
როგორც გაზეთი Bild წერს, უახლოეს დღეებში კროოსი საერთაშორისო კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადებს.
გერმანიის ნაკრები მერვედფინალიდან გამოეთხოვა ევრო 2020-ს ინგლისთან 0:2 წაგების შემდეგ. გოლები რაჰიმ სტერლინგმა და ჰარი კეინმა გაიტანეს.
შეგახსენებთ, რომ ბუნდესნაკრები დატოვა მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა. მას ჰანს-დიტერ ფლიკი.