Bild – „რეალი“ მზადაა იან დიომანდეში 100 მილიონი გადაიხადოს #1TVSPORT

17:09, 25.07.2026

მადრიდის „რეალი“ დაინტერესდა „ლაიპციგის“ გარემარბით, იან დიომანდეთი. კოტდივუარელი არის გეგმა B იმ შემთხვევისთვის, თუ „სამეფო კლუბი“ ვერ შეძლებს „ბაიერნიდან“ მაიკლ ოლისეს გადაბირებას. ამის შესახებ წერს გერმანული გაზეთი Bild-ი.

წყაროს ცნობით, „რეალი“ მზად არის 19 წლის ფეხბურთელში 100 მილიონი ევრო გადაიხადოს, თუმცა „ლაიპციგი“ დიომანდეს 120 მილიონად აფასებს. მადრიდელებს გარემარბისთვის ბრძოლაში კონკურენციას გაუწევენ „ლივერპული“, „არსენალი“, „მანჩესტერ სიტი“ და „პარი სენ-ჟერმენი“. ამასთან, საფრანგეთის ჩემპიონს უკვე შეთანხმებული აქვს პირადი კონტრაქტის პირობები დიომანდესთან.

გასულ სეზონში დიომანდემ ყველა ტურნირზე 36 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 13 გოლი გაიტანა და 10 შედეგიანი გადაცემა შეასრულა. მისი მოქმედი კონტრაქტი „ლაიპციგთან“ 2030 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

მსგავსი