Bild-მა „ბაიერნის“ მწვრთნელობის ძირითადი კანდიდატი დაასახელა #1TVSPORT
გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იულიან ნაგელსმანი „ბაიერნის“ მწვრთნელობის მთავარი კანდიდატია მიუნხენური კლუბის სპორტული დირექტორისთვის, მაქს ებერლისთვის, – წერს გაზეთი Bild-ი.
ებერლი „ბაიერნში“ სამუშაოდ 2024 წლის მარტში მივიდა. მისი აზრით, გერმანულ კლუბში მისი როლი დაახლოებით იგივე უნდა იყოს, როგორიც რუდი ფიოლერს აქვს გერმანიის საფეხბურთო კავშირსა და ეროვნულ ნაკრებში. კერძოდ, ის ხელმძღვანელობს მწვრთნელს და მხარში უდგას მას.
უფრო ადრე ფიოლერმა განაცხადა, რომ იმედი აქვს, იულიან ნაგელსმანი გერმანიის ნაკრებში ევრო 2024-ის შემდეგაც დარჩება.
შეგახსენებთ, რომ ნაგელსმანი „ბაიერნს“ 2021-23 წლებში ავარჯიშებდა, რის შემდეგაც გერმანიის ნაკრებს ჩაუდგა სათავეში, ხოლო მის ნაცვლად მიუნხენურ კლუბში თომას ტუხელი მივიდა, რომელიც ამ სეზონის შემდეგ დატოვებს გერმანული გრანდის მთავარი მწვრთნელის პოსტს.