ბიძინა კულუმბეგოვი - მოსახლეობის 60 პროცენტი სრულიად მოშიშვლებული ხვდება კოვიდის შემდეგ ტალღებს, წუწუნს სჯობს, აიცრა და არ დაუშვა შემდეგი ტალღა ჩვენს ქვეყანაში
ბიძინა კულუმბეგოვი - მოსახლეობის 60 პროცენტი სრულიად მოშიშვლებული ხვდება კოვიდის შემდეგ ტალღებს, წუწუნს სჯობს, აიცრა და არ დაუშვა შემდეგი ტალღა ჩვენს ქვეყანაში

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ქვეყანაში ვაქცინაციის ტემპის შემცირებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ პოსტს აქვეყნებს. კულუმბეგოვი აცხადებს, რომ კორონავირუსის მოსალოდნელი მეხუთე ტალღის ფონზე, ვაქცინაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

ბიძინა კულუმბეგოვი მოქალაქეებს აცრისკენ მოუწოდებს.

„საქართველო: – კოვიდი გადაიტანა მოსახლეობის 16.5% -მა (613 ათასმა ადამიანმა), მსოფლიოში ჩატარებული სეროპრევალენტობის კვლევები აჩვენებს, რომ ეს ციფრი რეალურად ორმაგდება არადიაგნოტირებულების და უსიმპტომოების ხარჯზე ანუ რეალური ციფრი ჩვენთან იქნება დაახლოებით 30-35%; აცრა გაიკეთა მოსახლეობის 21% – მა, დაზუსტებულ ინფორმაციას არ ვფლობ, მაგრამ ეჭვი მაქვს, აქ 80% ის ხალხია, ვინც ინფექცია უკვე გადაიტანა და ვირუსს თვალებში ჩახედა. გამოდის, ჩვენი მოსახლეობის 60 % სრულიად მოშიშვლებული ხვდება კოვიდის შემდეგ ტალღებს, რომლის აღმავალი მრუდი 2-2.5 თვეში გამოჩნდება. წუწუნს ჯობია, აიცრა და არ დაუშვა შემდეგი ტალღა ჩვენს ქვეყანაში“, – წერს ბიძინა კულუმბეგოვი.

დატოვე კომენტარი