ბიძინა გეგიძე - ბიძინა ივანიშვილის პარტიის თავმჯდომარედ დაბრუნება პოზიტიური სვლა იქნება საპარლამენტო პროცესისა და აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის 
ბიძინა გეგიძე - ბიძინა ივანიშვილის პარტიის თავმჯდომარედ დაბრუნება პოზიტიური სვლა იქნება საპარლამენტო პროცესისა და აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის 

საპარლამენტო ფრაქცია „ძლიერი საქართველოსთვის“ თავმჯდომარე ბიძინა გეგიძე ფიქრობს, რომ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება პარტიას მხოლოდ გააძლიერებს.

როგორც პირველ არხს გეგიძემ განუცხადა, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება პარტიის უფრო სწრაფად განვითარების მოტივაცია იქნება.

„ეს იქნება პოზიტიური სვლა საპარლამენტო პროცესისთვის და აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის, რადგან მისი ფაქტორი რეალური და მნიშვნელოვანია. ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება იმ მიზანს ემსახურება, რომ ეს დადებითი შედეგების მომტანი იყოს“,  – განაცხადა გეგიძემ.

„ქართული ოცნების“ ოფისში დღეს გამართული შეხვედრის შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ პარტიას ბიძინა ივანიშვილი უხელმძღვანელებს. „ბიძინა ივანიშვილმა ჩვენი ქვეყნის ისტორიის ერთ-ერთ ურთულეს დროს ჩამოაყალიბა პარტია, რომელმაც გარდამტეხი როლი შეასრულა სახელმწიფოს განვითარებაში. ყველასთვის ნათელია, რამდენად დიდია ჩვენი გუდნისთვის ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი. მინდა გითხრათ, რომ ჩემი და გუნდის სახელით მე შევთავაზე ბიძინა ივანიშვილს, სათავეში ჩაუდგეს პარტიას და მოხარული ვარ, რომ ბიძინა ივანიშვილმა თანხმობა განაცხადა”, – აღნიშნა კვირიკაშვილმა.