„ბიბისი“ - მასწავლებელი, რომელიც პარიზთან მოკლეს, მოსწავლეებს წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურებს აჩვენებდა
„ბიბისი“ - მასწავლებელი, რომელიც პარიზთან მოკლეს, მოსწავლეებს წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურებს აჩვენებდა

სკოლის მასწავლებელი, რომელიც პარიზთან ახლოს მოკლეს, მოსწავლეებს მუსლიმთა წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურებს აჩვენებდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ადგილობრივ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ თავდასხმის გამოძიებისთვის ანტიტერორისტულ საქმეებზე მომუშავე პროკურორი გამოიძახეს.

შემთხვევის ადგილთან გვიან ღამით საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი გეგმავს მისვლას. ამასთან, არსებული ინფორმაციით, მომხდარის გამო საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ჯერალდ დარმანინი, რომელიც მაროკოში მიემგზავრებოდა, სასწრაფოდ ბრუნდება პარიზში.

საფრანგეთის საინფორმაციო სააგენტო „ფრანს პრესი“, პოლიციასა და პროკურორებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ დაზარალებულს თავი მოჰკვეთეს.

დანით შეიარაღებული მამაკაცი სკოლის მასწავლებელს ქუჩაში დანით დაესხა თავს. თავდასხმის შემდეგ შეიარაღებულ მამაკაცს პოლიცია დაედევნა და ცეცხლი გაუხსნა. მამაკაცი ადგილზე დაიღუპა. მედიის ინფორმაციით, თავდამსხმელი „ალაჰ აკბარს“ ყვიროდა.