საერთაშორისო მედია პარიზთან ახლოს მომხდარი შემთხვევის შესახებ იუწყება
საერთაშორისო მედია პარიზთან ახლოს მომხდარი შემთხვევის შესახებ იუწყება

პარიზთან ახლოს მამაკაცს თავი მოჰკვეთეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ევრონიუსი“ ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, საფრანგეთის დედაქალაქის ჩრდილო-დასავლეთით, კონფლან სენტ-ონორინის კომუნაში მამაკაცს თავი მოჰკვეთეს. შემთხვევის ადგილას პოლიციამ უსაფრთხოების პერიმეტრი შექმნა და ადგილობრივებს მოუწოდა, ტერიტორიაზე გადაადგილებისგან თავი შეიკავონ.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ გარდაცვლილი მამაკაცი საშუალო სკოლის მასწავლებელი იყო, რომელსაც თავდაპირველად ყელის არეში დანით მიაყენეს ჭრილობა. „როიტერის“ ინფორმაციით, თვითმხილველებმა გაიგონეს, რომ თავდამსხმელი „ალაჰ აკბარს“ ყვიროდა.

„ევრონიუსის“ ცნობით, სავარაუდო ეჭვმიტანილს სამართალდამცველებმა ცეცხლი გაუხსნეს და მოკლეს.