„ბეტისი“ საქართველოში პროექტს იწყებს - ესპანელები თბილისში აკადემიას ხსნიან #1TVSPORT
„ბეტისი“ საქართველოში პროექტს იწყებს - ესპანელები თბილისში აკადემიას ხსნიან #1TVSPORT

თბილისში „ბეტისის“ საფეხბურთო აკადემიის ფილიალი გაიხსნება – ინფორმაციას ცნობილი ესპანური კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს.

„საქართველოს დედაქალაქ თბილისში „ბეტისის“ აკადემია ახალ საერთაშორისო სპორტულ პროექტს იწყებს. ახალგაზრდა ფეხბურთელებს კლუბის მეთოდოლოგიასა და ღირებულებებს გააცნობს. თბილისში „ბეტისის“ აკადემიის ოფისი გაიხსნება. ეს ახალი სპორტული პროექტი ხელს შეუწყობს საქართველოში ფეხბურთის განვითარებას, ახალგაზრდა ქართველები კი ესპანური ფეხბურთის გამოცდილებას გაეცნობიან, სადაც „ბეტისი“ გუნდის მიერ დანერგილ სპორტულ და სოციალური ღირებულებებსაც დანერგავს.

ბეტისის აკადემია თბილისს“ „ბეტისის“ მთავარი აკადემიიდან ტექნიკური მხარდაჭერა ექნება, მწვრთნელები ჩვენი გუნდის მეთოდოლოგიით რომ მოამზადონ. ახალი სპორტული პროექტი 5-დან 18 წლამდე 200 ფეხბურთელზეა გათვლილი, რომლებიც საფეხბურთო უნარებს გააუმჯობესებენ და ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელებს დააწინაურებენ. გარდა თავად აკადემიისა, მოეწყობა მოგზაურობები ბეტისში, რათა მოთამაშეებმა შეძლონ ესპანური აკადემიის გამოცდილების ადგილზე გაცნობა. ახალი საფეხბურთო ცენტრი განთავსდება თბილისში, ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლაში“, – წერია კლუბის ვებ-გვერდზე.

„მთავარი მიზანი, რომელიც ჩვენ საკუთარ თავს დავუსახეთ, სხვადასხვა ასაკის მოთამაშეებისა და მწვრთნელების იმ ადაპტირებული მეთოდოლოგიით მომზადებაა, როგორც ამას „ბეტისის“ აკადემიაში აკეთებენ. მთავარია, ახალგაზრდა მოთამაშეებს წინსვლის შესაძლებლობები შევუქმნათ. ეს ქართულ ფეხბურთსაც ბიძგს მისცემს. თავიდან პროექტს დედაქალაქში განვავითარებთ, მაგრამ მის განხორციელებას ქვეყნის სხვა ქალაქებშიც არ გამოვრიცხავთ“, – ამბობს საქართველოში პროექტის ტექნიკური დირექტორი გიო ჩანადირი.

ბეტისის აკადემია – თბილისი“ შეუერთდა საერთაშორისო აკადემიების გრძელ სიას, რომლებიც „ბეტისმა“მთელ მსოფლიოში მიმოფანტა – მექსიკაში, ერაყში, ზიმბაბვეში, ალჟირსა ან ამერიკაში.