ბესიკ დონაძე – 2 ოქტომბერს არის რეფერენდუმი, ეს არის ბრძოლა თავისუფლებისთვის, ხოლო „ევროპული საქართველო“ ამ ბრძოლაში არის ყველაზე სანდო პარტნიორი
2 ოქტომბერს არის რეფერენდუმი, წყდება საქართველოს განვითარების ბედი, ეს არის ბრძოლა თავისუფლებისთვის, ხოლო „ევროპული საქართველო“ ამ ბრძოლაში არის ყველაზე სანდო პარტნიორი დღეს წარმოდგენილ პოლიტიკურ სპექტრში, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ბესიკ დონაძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში, 10 პარტიას შორის პოლიტიკური დებატებისას განაცხადა.
როგორც ბესიკ დონაძემ აღნიშნა, 2 ოქტომბერს მოქალაქეები მაქსიმალურად უნდა მივიდნენ არჩევნებზე და ხმა მისცენ ოპოზიციას.
„2 ოქტომბერს მოქალაქეებს მოვუწოდებ, მაქსიმალურად მოვიდნენ არჩევნები, მისცენ ხმა ოპოზიციას, ამ შემთხვევაში „ევროპულ საქართველოს“, რომ ეს ხელისუფლება დავასრულოთ და 2 ოქტომბერს მივცეთ საშუალება საქართველოს განვითარების, მოქალაქეებმა იცხოვრონ განვითარებულ, თავისუფალ და დემოკრატიულ საქართველოში“, – განაცხადა დონაძემ.