„ჩელსის“ ფორვარდი მიში ბატშუაი „ბეშიქთაშის“ ფეხბურთელი გახდა.
27 წლის ბელგიელის გადასვლის პირობები არ გაჟღერებულა. ადრე ჟურნალისტმა ნიკოლო სკირამ დაწერა, რომ „ბეშიქთაშმა“ ბატშუაი იჯარით აიყვანა შემდგომში გამოსყიდვის უფლებით.
გასულ სეზონში ფეხბურთელი „კრისტალ პალასში“ თამაშობდა ასევე იჯარის წესით, 20 მატჩი ჩაატარა, ორი გოლი გაიტანა და ამდენივე შედეგიანი გადაცემა შეასრულა.
2016 წლის ზაფხულში „ჩელსიმ“ ბელგიელში 39 მილიონი ევრო გადაუხადა „მარსელს“. მას შემდეგ, ლონდონელთა პირველ გუნდში მან 77 მატჩი გამართა და 25 გოლი გაიტანა.