ბერნი სანდერსი - სირიის მთავრობაზე იერიშის მიტანა კონგრესის გადასაწყვეტია და არა პრეზიდენტის
ვერმონტის შტატის სენატორი და პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ბერნი სანდერსი მიიჩნევს, რომ სირიის რეჟიმის წინააღმდეგ ავიაერიშის დაწყება არა პრეზიდენტის, არამედ კონგრესის გადასაწყვეტია.
„ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპს არ აქვს უფლება განახორციელოს იერიში სირიაში კონგრესის თანხმობის გარეშე. ეს უკანონო გადაწყვეტილება იქნება. ვინ წყვეტს, დაიწყოს თუ არა ომი ამერიკის შეერთებულმა შტატებმა – პრეზიდენტი თუ კონგრესი? ცხადია, კონგრესი. ასეთი გადაწყვეტილება ერთპიროვნულად არ მიიღება“, – განაცხადა სანდერსმა.
დემოკრატი სენატორი მიიჩნევს, რომ ერაყში სადამ ჰუსეინის რეჟიმის დამხობამ და მისმა თანმდევმა პროცესებმა ცხადჰყო, რომ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში შეერთებული შტატების სამხედრო ინტერვენცია დადებით შედეგს ვერ გამოიღებს.
„ჩვენ გვახსოვს ერაყი და ვხედავთ დღევანდელ ვითარებას, რელიგიურ დესტაბილიზაციას და ამ ყველაფერში დახარჯულ ტრილიონ დოლარს, რომელიც ამერიკელი ხალხის მიერ გადახდილი გადასახადებიდან იქნა გადახდილი. თუ დონალდ ტრამპს ჰგონია, რომ ბაშარ ასადის რეჟიმის დამხობა რეგიონში სტაბილურობას მოიტანს, ძალიან შემცდარა“, – განაცხადა სანდერსმა.