ბერნი სანდერსი - მივმართავ რუსეთს, თავი შორს დაიჭირეთ ამერიკის არჩევნებისგან
ბერნი სანდერსი - მივმართავ რუსეთს, თავი შორს დაიჭირეთ ამერიკის არჩევნებისგან

ვერმონტის შტატის სენატორი და პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი ბერნი სანდერსი რუსეთს მიმართავს, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებისგან თავი შორს დაიჭირონ. ამის შესახებ მან კალიფორნიაში მხარდამჭერებთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრა. ბერნი სანდერსმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ავტოკრატიული ბოროტმოქმედი უწოდა და აღნიშნა, რომ კრემლი ამერიკის შეერთებული შტატების არჩევნებში ჩარევას ინტერნეტპროპაგანდის საშუალებით ცდილობს.

„დაზვერვის წარმომადგენლები გვეუბნებიან, რომ 2020 წლის კამპანიაში ერევიან. მივმართავ ბატონ პუტინს, დამიჯერეთ თქვენ ვერ ჩაერევით ამერიკის შეერთებული შტატების არჩევნებში. მივმართავ რუსეთს, თავი შორს დაიჭირეთ ამერიკის არჩევნებისგან“, – განაცხადა ბერნი სანდერსმა.

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის განმარტებით, ოფიციალურმა პირებმა მას მიაწოდეს ცნობები, რომ რუსეთი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ფარგლებში, მის კამპანიაში ჩარევას და მისთვის ხელშეწყობას ცდილობს. როგორც ბერნი სანდერსმა განაცხადა, ამ გზით რუსეთი ამერიკელების გაყოფას და ქაოსის წარმოქმნას ცდილობს.