ბერნარდესკიმ „იუვენტუსი“ დატოვა #1TVSPORT
ბერნარდესკიმ „იუვენტუსი“ დატოვა #1TVSPORT

ტურინულმა კლუბმა ნახევარმცველ ფედერიკო ბერნარდესკის გუნდიდან წასვლის შესახებ გამოაცხადა.

28 წლის იტალიელმა „იუვენტუსი“ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.

ბერნარდესკი ტურინელთა ღირსებას 2017 წლიდან იცავდა. გუნდთან ერთად მან სამჯერ იზეიმა იტალიის ჩემპიონობა, ორჯერ კი იტალიის თასი და სუპერთასი მოიგო.

„იუვენტუსის“ შემადგენლობაში ფედერიკო ბერნარდესკიმ სულ 18 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 12 გოლი და 20 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.