ბერლინში, გასულ კვირას პრაიდის ღონისძიებაზე თავდასხმის შემდეგ, ამსტერდამში გამართულ პრაიდზე ასობით ათასი ადამიანი შეიკრიბა

23:14, 01.08.2026
FILE PHOTO: People attend a memorial service for victims of the Berlin Pride attack, as part of WorldPride Amsterdam 2026, at the Homomonument in Amsterdam, Netherlands, July 28, 2026. REUTERS/Hilde Verweij/File Photo

ამსტერდამში „მსოფლიო პრაიდის” მთავარი ღონისძიების ფარგლებში ასობით ათასი ადამიანი შეიკრიბა. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი” ავრცელებს.

ორგანიზატორებისა და მონაწილეების თქმით, ლგბტ თემის წარმომადგენელთა შეკრება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო გასულ კვირას ბერლინის პრაიდზე მომხდარი თავდასხმის შემდეგ.

პრაიდის ორგანიზატორებმა წელს „მსოფლიო პრაიდის“ მასპინძლად ამსტერდამი შეარჩიეს, რადგან სწორედ ამ ქალაქში 25 წლის წინ მსოფლიოში პირველი კანონიერად აღიარებული ერთნაირსქესიანთა ქორწინება გაფორმდა.

ცნობისთვის, გასულ კვირას ბერლინში ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა მას შემდეგ, რაც ეჭვმიტანილი, პრაიდის დროს ხალხში ფურგონით შევარდა. მოგვიანებით, ის გერმანიის პოლიციამ ადგილზევე გაანეიტრალა.

მსგავსი