ბერლინის საშობაო ბაზრობაზე, სადაც ევაკუაცია იყო გამოცხადებული, პოლიციამ საშიში ნივთი ვერ აღმოაჩინა
ბერლინის საშობაო ბაზრობაზე პოლიციამ საშიში ნივთი ვერ აღმოაჩინა. ამის შესახებ ნათქვამია „ტვიტერში“ გერმანიის დედაქალაქის პოლიციის ოფიციალურ გვერდზე. ამჟამად ადგილზე ოპერატიული მოქმედებები დასრულებულია, საშობაო ბაზრობის მიმდებარე ქუჩები კი გახსნილია.
როგორც სამართალდამცველები აღნიშნავენ, მათ მხოლოდ ორი საეჭვო მამაკაცი გააჩერეს და დოკუმენტები შეუმოწმეს.
ცოტა ხნის წინ ბერლინის პოლიციამ საშობაო ბაზრობიდან ხალხის ევაკუაცია განახორციელა და მიმდებარე ქუჩები გადაკეტა.