ბერლინის საშობაო ბაზრობაზე ევაკუაცია გამოცხადდა
ბერლინის საშობაო ბაზრობაზე ევაკუაცია გამოცხადდა

ბერლინის საშობაო ბაზრობაზე საეჭვო ნივთის აღმოჩენის გამო, ევაკუაცია განხორციელდა. ინფორმაციას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ბერლინის პოლიცია ავრცელებს. სამართალდამცველების ცნობით, საშობაო ბაზრობა მოქალაქეებმა უკვე დატოვეს პანიკის გარეშე. ადგილზე სპეციალისტები მუშაობენ.

შექმნილი საგანგებო სიტუაციის გამო, საშობაო ბაზრობასთან მდებარე კაიზერ ვილჰელმის მემორიალურ ეკლესიაში ღვთისმსახურება შეწყდა.

შეგახსენებთ, 2016 წლის 19 დეკემბერს ბერლინის საშობაო ბაზრობაზე სატვირთო მანქანა შევარდა. ტერაქტის შედეგად, გარდაიცვალა 12 და დაშავდა 50-ზე მეტი ადამიანი. მომხდარიდან რამდენიმე დღეში თავდამსხმელი იტალიის პოლიციამ მილანთან მოკლა.