ბერძნული მედია საბერძნეთის ნაკრების სავარაუდო შემადგენლობას ასახელებს - საქართველოსთან 3-5-2 სქემით #1TVSPORT
ბერძნული მედია საბერძნეთის ნაკრების სავარაუდო შემადგენლობას ასახელებს - საქართველოსთან 3-5-2 სქემით #1TVSPORT

საბერძნეთის ეროვნული ნაკრების ნიდერლანდელი მწვრთნელი ჯონ ვან სხიპტი კვლავ 3-5-2 ტაქტიკურ მონახაზზეა ორიენტირებული – ამას ბერძნული გამოცემები ამტკიცებენ.

„გაზეტას“ ცნობით, ამ ეტაპზე, ვან სხიპტისთვის სამი მცველით თამაში პრიორიტეტული სათამაშო სქემაა.

„სასტარტო შემადგენლობას ვან სხიპტს უკვე შერჩეული ჰყავს და ბოლო ორი დღეა, ამ გუნდს ამზადებს. კარში ოდეისეას ვლახოდიმოსი (ბენფიკა, პორტუგალია) იქნება, ხოლო დაცვის ტრიო ასეთი იქნება – პანტელის ხაძიდიაკოსი (ალკმაარი, ნიდერლანდები), კონსტანტინოს მავროპანოსი (შტუტგარტი, გერმანია) და გეორგიოს ცაველასი (აეკ), ან კოსტას სტაფილიდისი (ბოხუმი, გერმანია). თუ ცაველასი 100%-ით მზად იქნება სათამაშოდ, ძირითად შემადგენლობაში ის გამოჩნდება“, – წერს „გაზეტა“.

ბერძნული გამოცემა ინფორმაციას ნახევარმცველებსა და თავდამსხმელებზეც გვაწვდის:

ხუთკაციან ნახევარდაცვაში ფლანგებზე ითამაშებენ კოსტას ციმიკასი (ლივერპული, ინგლისი) და ტანასის ანდრუცოსი (ოლიმპიაკოსი), მოედნის ცენტრში ქართველებს დაუპირისპირდებიან ანდრეას ბუხალაკისი (ოლიმპიაკოსი), მანოლის სიოპისი (ტრაბზონსფორი, თურქეთი) და ტასოს ბაკასეტასი (ტრაბზონი, თურქეთი)“.

რაც შეეხება თავდასხმას – 9 ოქტომბერს ბათუმში შეუტევენ ვანგელის პავლიდისი (ალკმაარი, ნიდერლანდები) და ტასოს დუვიკასი (უტრეხტი, ნიდერლანდები).

ძირითად შემადგენლობაში თამაშზე პრეტენზიას ასევე აცხადებენ დიმიტრის პელკასი (ფენერბაჰჩე, თურქეთი), დიმიტრის იანულისი (ნორვიჩი, ინგლისი) და გიორგიოს მასურასი (ოლიმპიაკოსი)“.

ამრიგად, ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ გუნდის შემადგენლიბა ასეთი იქნება: ვლახოდიმოსიხაძიდიაკოსი, მავროპანოსი, ცაველასი/სტაფილიდისიციმიკასი, ანდრუცოსი, ბუხალაკისი, სიოპისი, ბაკასეტასიპავლიდისი, დუვიკასი.