ბერძნული გამოცემა „კერკიდა“ ამტკიცებს, რომ გიორგი პაპუნაშვილი ლიმასოლის „აპოლონში“ შემდეგ სეზონშიც დარჩება, მიუხედავად იმისა, რომ ახალ გუნდში დიდი სათამაშო დრო და თავის გამოჩენის შანსი არ ჰქონია.
„ლიმასოლის გუნდის მთავარი მწვრთნელმა იანის პეტრაკისმა გიორგი პაპუნაშვილი სათანადოდ ვერ გამოიყენა. ეს არ ნიშნავს, რომ გიორგი პაპუნაშვილი „აპოლონს“ დატოვებს. ის ხარისხიანი ფეხბურთელია, თანაც კარგ ასაკში (25 წლის) და კონტრაქტი ახალი სეზონისთვისაც აქვს გაფორმებული. როგორც შეგვატყობინეს, ქართველ ფეხბურთელს „აპოლონის“ ახალ პროექტში ჩართვის დიდი შანსი აქვს. საბოლოო გადაწყვეტილება საერთაშორისო ქართველი ნახევარმცველის შესახებ კლუბში მალე მიიღებენ,“ – წერს გამოცემა.
გიორგი პაპუნაშვილმა 18 აპრილს, აელ-თან მატჩის დაწყებამდე, მოთელვისას თავი ძალიან ცუდად იგრძნო და მოედანი დაუყოვნებლად დატოვა. გიორგი სასწრაფოდ გადაიყვანეს კერძო კლინიკაში, სადაც მან გაიარა აუცილებელი სამედიცინო გამოკვლევა და დიაგნოზი დაუსვეს – მწვავე ტონზილიტი (ქრონიკული ანგინა). მან ვარჯიში 29 აპრილს განაახლა და სავარაუდოდ, 10 მაისს ნიქოზიას „ომონიასთან“ ბოლო ტურის შეხვედრაში ლიმასოლის „აპოლონს“ უნდა დახმარებოდა, არ ათამაშებს.
გიორგი პაპუნაშვილი კვიპროსულ კლუბში თებერვალში სარაგოსას „რეალიდან“ გადავიდა. მიმდინარე სეზონში რვა მატჩი ჩაატარა და გოლი არ გაუტანია.