ბერძნული გამოცემა - ფიფა მესამე სატრანსფერო „ფანჯრის“ დაწესებაზეც ფიქრობს
ბერძნული გამოცემა - ფიფა მესამე სატრანსფერო „ფანჯრის“ დაწესებაზეც ფიქრობს

„ფიფას ოფიციალური პირები სატრანსფერო „ფანჯრის“ გაზრდის შესაძლებლობას განიხილავენ“ – ინფორმაციას ბერძნული „გაზეტა“ ავრცელებს.

გამოცემა შესაძლო სიახლის დეტალებზეც წერს: „სატრანსფერო ფანჯრის ვადები კორონავირუსით გამოწვეული პაუზის დასრულდების გათვალისწინებით ჩასწორდება და შეიცვლება. მთავარი საკონტრაქტო სისტემების კორექტირება იქნება, რაც ამ პერიოდმა გამოიწვია. ფეხბურთის მსოფლიო კონფედერაცია ასევე მუშაობს სატრანსფერო ფანჯრის ვადების საბოლოო ცვლილებებზე, რომელიც პანდემიითაა გამოწვეული“.

„გაზეტა“ წერს, რომ ფიფაში კოვიდ-19-ის მარეგულირებელი კომიტეტის დირექტორმა რევოლუციური წინადადება წამოაყენა: „წარმოდგენილი გეგმის მიხედვით, პანდემიის გამო, აჯობებს, რომ დამატებით მესამე სატრანსფერო ფანჯარა დაემატოს. კონკრეტულად კი ეს იდეა ასე გამოიყურება – ზაფხულის პერიოდის ფანჯარას 12 კვირა დაემატება, ხოლო ზამთრისსას – ოთხი კვირა და ტრანსფერები წლის სხვა პერიოდშიც შესაძლებელი იქნება. ეს იდეა ჩნდება იმის გამო, რომ მომავალ სატრანსფერო ბაზარს გახანგრძლივება დასჭირდება, ამ კონტექსტში, შესაძლებელია მესამე პერიოდის დამატება, რომლის ვადაც ჯერ კიდევ არაა დაზუსტებული“.

შეგახსენებთ, რომ ფიფამ მოთამაშეთა კლუბიდან კლუბში გადასვლის რეაგულაციისა და ქაოსის აღკვეთის მიზნით, ორი სატრანსფერო ფანჯარა დააწესა – ზაფხულში (ძირითადი, ხანგრძლივი) და ზამთარში (ხანმოკლე). წლებია, რაც ეს რეგულაცია სატრანსფერო ბაზრის და საფეხბურთო კლუბების შემადგენლობების სტაბილურობას განაპირობებს.