ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ნუგზარ წურწუმიამ რუსი მეტოქე დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა
ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ნუგზარ წურწუმია პოლონეთის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია.
საქართველოს ნაკრების წევრმა ნუგზარ წურწუმიამ 55 კგ. წონითი კატეგორიის ფინალურ შეხვედრაში რუსი ელჩინ იბრაგიმოვი აშკარა უპირატესობით, 8:0 დაამარცხა და საქართველოს ნაკრებმა პირველი ოქროს მედალი მიითვალა.
პოლონეთის საერთაშორისო ტურნირი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებისთვის მსოფლიო ჩემპიონატის წინ მოსამზადებელი დასკვნითი ეტაპის ბოლო ტურნირია.