ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე იაკობ ქაჯაიას მეორე ევროპული თამაშების ოქროს მედალი ოფიციალურად გადაეცა
ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე იაკობ ქაჯაიას მეორე ევროპული თამაშების ოქროს მედალი ოფიციალურად გადაეცა.
იაკობ ქაჯაიას მეორე ევროპული თამაშების ოქროს მედალი საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა გადასცა.
ქვიშის პირველი მსოფლიოს თამაშების ჩემპიონ-პრიზიორებს:- ლევან ქელეხსაშვილს, დავით ხუციშვილს, დავით მარსაგიშვილს და მამუკა კორძაიას შესაბამისი სერთიფიკატები გადაეცათ.
გიორგი მელიას (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა), იაკობ ქაჯაიას (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა), გენო პეტრიაშვილს (თავისუფალი ჭიდაობა), ელიზბარ ოდიკაძეს (თავისუფალი ჭიდაობა) რომლებმაც მსოფლიოს ჩემპიონატზე ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ნორმატივი შეასრულეს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის სპეციალური სერთიფიკატები მიიღეს.