ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს 23-წლამდელთა ჩემპიონატზე გუნდური მეორე ადგილი დაიკავა #1TVSPORT
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს 23-წლამდელთა ჩემპიონატზე გუნდური მეორე ადგილი დაიკავა #1TVSPORT

ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში მიმდინარე 23-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე ჭიდაობაში საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭდავეთა ნაკრებმა ასპარეზობა ექვსი მედლითა და გუნდური მეორე ადგილით დაასრულა. სოსო ჯაბიძის გაწვრთნილმა ფალავნებმა ერთი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ოთხი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

ჩემპიონი 72 კგ წონით კატეგორიაში გიორგი ჩხიკვაძე გახდა – ქართველმა მოჭიდავემ 2024 წელს ევროპის ჩემპიონატიც მოიგო და ოქროს დუბლი შეასრულა.

ვერცხლის მედალს დიეგო ჩხიკვაძე (67 კგ) დაეუფლა, ხოლო ბრინჯაოს მედლები ფრიდონ აბულაძემ (60 კგ), დათა ჩხაიძემ (82 კგ), აჩიკო ბოლქვაძემ (87 კგ) და გიორგი ცოფურაშვილმა (130 კგ) მოიპოვეს.

25 ოქტომბერს 23-წლამდელთა მსოფლიო პირველობაზე გამოსვლას თავისუფალი სტილით მოჭიდავეები დაიწყებენ.