ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | რომეო ბერიძე 23-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია #1TVSPORT
ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში მიმდინარე 23-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში პირველ საშეჯიბრო დღეს ხუთი ქართველი – რომეო ბერიძე (60კგ), დიეგო ჩხიკვაძე (67კგ), ოთარ აბულაძე (72კგ), საბა მამალაძე (82კგ) და ლაშა ტვილდიანი (97კგ) გამოვიდა. მათგან წარმატებულად მხოლოდ ბერიძემ იასპარეზა და ფინალურ ბლოკში გადავიდა.
ქართველმა სამი შეხვედრა მოიგო და ხვალ ტურნირის ფინალში იჭიდავებს. ბერიძემ ნახევარფინალში თურქი მერტ ილბარსი 3:1 დაამარცხა და ოქროს მედლისთვის ნეიტრალური დროშით გამომსვლელ ანვარ ალახიაროვს შეხვდება.
შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ დასრულებულ 23-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის საქართველოს ნაკრებმა ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.