ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია #1TVSPORT
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია #1TVSPORT

სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში მიმდინარე მსოფლიო პირველობაზე ჭიდაობაში 21 სექტემბრიდან ასპარეზობას ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები დაიწყებენ.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

55 კგ – ნუგზარ წურწუმია

60 კგ – ფრიდონ აბულაძე

63 კგ – ლერი აბულაძე

67 კგ – ჯონი ხეცურიანი

72 კგ – რამაზ ზოიძე

77 კგ – იური ლომაძე

82 კგ – გელა ბოლქვაძე

87 კგ – ლაშა გობაძე

97 კგ – გიორგი მელია

130 კგ – იაკობ ქაჯაია

შეგახსენებთ, რომ ბელგრადში დასრულებულ მსოფლიო ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით ჭიდაობაში საქართველოს ნაკრებმა ოთხი მედლის მოპოვება შეძლო – გივი მაჭარაშვილი (97 კგ) და შოთა ფარტენაძე (61 კგ) ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ, ხოლო ვლადიმერ გამყრელიძემ (79 კგ) და გენო პეტრიაშვილმა (125 კგ) ვერცხლის მედლები მოიპოვეს.

პეტრიაშვილმა და მაჭარაშვილმა, მედალთან ერთად, პარიზის ოლიმპიადის საგზურებიც გაინაღდეს.

საქართველოს ნაკრები საერთო გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილზე გავიდა, მხოლოდ აშშ-სა და ირანს ჩამორჩა.