ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს ოთხი ქართველი იასპარეზებს #1TVSPORT
სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში დღეს სტარტს აიღებს მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატი ჭიდაობაში. ტურნირზე პირველები ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები იასპარეზებენ.
დღეს, ათი წონითი კატეგორიიდან ოთხში – 55, 72, 77 და 87 კილოგრამებში საკვალიფიკაციო ეტაპებისა და ნახევარფინალური შეხვედრები გაიმართება.
შეჯიბრზე საქართველოს სახელით მედლების მოპოვებას შეეცდებიან:
55 კგ – ნუგზარ წურწუმია (მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონი. მსოფლიოს 2-გზის და ევროპის 3-გზის პრიზიორი).
72 კგ – შმაგი ბოლქვაძე – ევროპის 2019 წლის ჩემპიონი, ევროპის 3-გზის და ევროპული თამაშების პრიზიორი, ოლიმპიური თამაშების (2016) ბრინჯაოს პრიზიორი.
77 კგ – იური ლომაძე – ევროპის ვერცხლის პრიზიორი (2020).
87 კგ – რობერტ კობლიაშვილი – ევროპის 2018 წლის ჩემპიონი, ევროპისა და მსოფლიოს ორ-ორგზის პრიზიორი. მსოფლიო პირველობაზე წინასწარი შეხვედრები 12:30-დან დაიწყება.