ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | მიქელაძემ და ბოლქვაძემ 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს 1TVSPORT
ესპანეთის ქალაქ პონტევედრაში მიმდინარე 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ორმა ქართველმა – თორნიკე მიქელაძემ (77 კგ) და აჩიკო ბოლქვაძემ (87კგ) ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. ფინალურ ბლოკში მიქელაძემ შვედი კარლ ედვინ ჰუგო ბაფი 5:3 დაამარცხა, ბოლქვაძემ კი რუმინელ პატრიკ გორდანს 10:0 სძლია.
მსოფლიო პირველობაზე 3 აგვისტოს ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში დარჩენილ ხუთ წონით კატეგორიაში ხუთი ქართველი გამოვიდა, რომელთაგანაც ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსს რეპეშაჟიდან ანრი ხოზრევანიძე (67 კგ) და ანრი დავითაძე (82 კგ) ინარჩუნებენ.