ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | ლოლუა 17-წლამდელთა მსოფლიო პირველობის ვიცე-ჩემპიონია, ალადაშვილი ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა #1TVSPORT
იორდანიის ქალაქ ამანში მიმდინარე 17-წლამდე მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ვახტანგ ლოლუა (60 კგ) ფინალში აზერბაიჯანელ ჯავადოვთან დამარცხდა და ტურნირის ვიცე-ჩემპიონი გახდა.
წარმატებულად იასპარეზა გიორგი ალადაშვილმაც (71 კგ), რომელმაც ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ქართველმა მოჭიდავემ ამერიკელი მეტოქე 9-0 დაამარცხა.
ვლადიმერ მინაძე, ასევე, მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია – ქართველმა მოჭიდავემ თურქი ბექირი დაამარცხა და ბრინჯაოს დაუფლა. საქართველოს ბერძნულ-რომაულ სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ასპარეზობა სამი მედლით დაასრულა.
იორდანიაში მსოფლიო პირველობა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში დასრულდა. დღეს თავისუფალ ჭიდაობაში გოგონებმა დაიწყეს გამოსვლა, ხვალიდან კი შეჯიბრებაში მამაკაცებიც ჩაერთვებიან.