ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | ჩვენს ნაკრებს 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ორი ოქროს და ორი ბრინჯაოს მოპოვების შანსი აქვს #1TVSPORT
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | ჩვენს ნაკრებს 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ორი ოქროს და ორი ბრინჯაოს მოპოვების შანსი აქვს #1TVSPORT

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე 23-წლამდელთა ნაკრების წევრებმა გიორგი თოხაძემ (55 კგ) და აჩიკო ბოლქვაძემ (87 კგ) ბაქოში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატში წინასწარი შეხვედრები დაუმარცხებლად ჩაამთავრეს და კონტინენტის პირველობის ტიტულამდე თითო გამარჯვება აშორებთ.

დღეს ფინალურ შეხვედრაში თოხაძე – თურქ მუთლუს, ხოლო ბოლქვაძე რუს გონიევს შეხვდება.

ტურნირზე რეპეშაჟის ფინალში იჭიდავებს გიორგი ცოფურაშვილი (130 კგ). ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში მისი მეტოქე რუსი დიმიტრი ბაბორიკო იქნება.

თემურ ორჯონიკიძემ (77 კგ) კი ძირითად ბადეში გამოსვლა მერვედფინალში დაასრულა მომავალ ფინალისტთან წაგებით და ახლა მედლისთვის ორი შეხვედრის მოგება სჭირდება. ქართველი ფალავანი რეპეშაჟის ნახევარფინალში ბერძენ ვასილაკოპულოსს დაუპირiსპირდება და გამარჯვების შემთხვევაში ბრინჯაოს მედლისთვის უნგრელ ატილა ტოსმაგის შეხვდება.