ბერძნულ-რომაული ჭიდაობა I აჩიკო ბოლქვაძე მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალშია #1TVSPORT
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა I აჩიკო ბოლქვაძე მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალშია #1TVSPORT

იორდანიის დედაქალაქ ამანში მიმდინარე მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატზე დღეს ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ხუთ წონით კატეგორიაში – 55, 63, 77, 87 და 130 კგ-ში ხუთი ქართველი ასპარეზობდა. ტურნირზე წარმატებულად გამოვიდა აჩიკო ბოლქვაძემ (87 კგ), რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია.

თორნიკე მიქელაძე (77 კგ) შეჯიბრებაზე ბრინჯაოსთვის იბრძოლებს, ლუკა გაბისონია (130 კგ) კი მედლისთვის ბრძოლას რეპეშაჟიდან გააგრძელებს.

ფინალში გასასვლელ დაპირისპირებაში აჩიკო ბოლქვაძემ საფრანგეთის სახელით მოასპარეზე მაგამადოვი წუთსა და 19 წამში ბრწყინვალე გდებებით დაამარცხა და პლანეტის პირველობაზე ოქროს მედლისთვის იასპარეზებს.

ფინალური ბლოკი ხვალ, 19 აგვისტოს გაიმართება. შეგახსენებთ, რომ ამანში ორი დღის წინ დასრულებულ 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ბრინჯაოს პრიზიორები გიორგი რომელაშვილი და გიორგი გოგრიჭიანი გახდნენ.