ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | 23-წლამდელთა მსოფლიო პირველობაზე დღეს ხუთი ქართველი გამოვა #1TVSPORT
21 ოქტომბერს ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში სტარტს აიღებს 23-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი ჭიდაობაში. პირველი სამი დღე ხალიჩაზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე სპორტსმენები იასპარეზებენ.
საქართველოს ნაკრების წევრთაგან დღეს ფრიდონ აბულაძე (60 კგ), დიეგო ჩხიკვაძე (67 კგ), გიორგი ჩხიკვაძე (72 კგ), დათა ჩხაიძე (82 კგ) და ლაშა ტვილდიანი (97 კგ) იჭიდავებენ.
წინასწარი შეხვედრები 12:30 საათზე დაიწყება, ნახევარფინალები კი 20:00 საათზე გაიმართება.