ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ორი ოქროს მედალი მოიპოვა #1TVSPORT
სერბეთის ქალაქ ნოვი სადში 20-წლამდელთა შორის მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ქართველმა ფალავნებმა, აჩიკო ბოლქვაძემ (87 კგ) და საბა ჩილაშვილმა (130 კგ) ოქროს მედლები მოიპოვეს.
ტურნირის ფინალში იჭიდავა და ვერცხლს დაეუფლა ანრი ხოზრევანიძე (63 კგ). კონტინენტის პირველობაზე მესამე ადგილზე თორნიკე მიქელაძე (77კგ) გავიდა.
დღეს შეჯიბრება დარჩენილ ხუთ წონით კატეგორიაში გაიმართება. ჯერ დამამშვიდებელი ორთაბრძოლები შედგება, ხოლო მოგვიანებით – ფინალური ბლოკი.