ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | 17-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე ორი ქართველი ნახევარფინალში გავიდა #1TVSPORT
იორდანიის ქალაქ ამანში მიმდინარე 17-წლამდე მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ვახტანგ ლოლუა (60კგ) და გიორგი ალადაშვილი (71კგ) ნახევარფინალში იასპარეზებენ. ტურნირის მეორე საშეჯიბრო დღეს ახალგაზრდა ქართველმა სპორტსმენებმა წინასწარი შეხვედრები წაუგებლად ჩაატარეს.
ფინალში გასასვლელ დაპირისპირებაში ლოლუას მეტოქე ნიდერლანდელი ლაუინა იქნება, ალადაშვილი კი ნეიტრალური დროშის ქვეშ მოასპარეზე ბირლიასთან იჭიდავებს.
მსოფლიო ჩემპიონატზე იორდანიაში პირველად შეჯიბრება ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში იმართება, შემდეგ კი ქალთა და თავისუფალ ჭიდაობაში გამოვლინდებიან გამარჯვებულები.