ბერდიხმა იმ მატჩებზე ისაუბრა, რომლებსაც სიამოვნებით გადაითამაშებდა
ბერდიხმა იმ მატჩებზე ისაუბრა, რომლებსაც სიამოვნებით გადაითამაშებდა

მსოფლიოს ყოფილმა მეოთხე ჩოგანმა, ჩეხმა ტომაშ ბერდიხმა, იმ შეხვედრების შესახებ ისაუბრა, რომლებსაც სიამოვნებით გადაითამაშებდა.

„პირველ რიგში, ეს იქნებოდა 2012 წლის ამერიკის ღია პირველობის ნახევარფინალი ენდი მარეის წინააღმდეგ. მატში ძალინ ძლიერი ქარის თანხლებით გაიმართა და ბრიტანელის გამარჯვებით, ანგარიშით 5:7 6:2 6:1 7:6 დასრულდა. შემდეგ შეხვედრას რაფაელ ნადალის წინააღმდეგ 2010 წლის უიმბლდონის ფინალში, მაგრამ იმ დღეს ესპანელი ისე თამაშობდა, ალბათ მეორე შანსს არც ვისურვებდი. ხანდახან ისეთი შეგრძნებაა, რომ დაპირისპირება მეორე დღეს ან წინა დღეს რომ გამართულიყო, უკეთესად იასპარეზებდი, მაგრამ ეს არავინ იცის. ყველაზე უფრო ალბათ ვავრინკასთან 2014 წლის ავსტრალიის ღია ჩემპიონატის ნახევარფინალის გადათამაშებას ვისურვებდი, იმიტომ რომ შვეიცარიელი ფინალში რაფაელ ნადალს შეხვდა, სადაც ესპანელი ტრამვირებული იყო. ეს მატჩი იქნებოდა ჩემთვის დიდი სლემის ტურნირის მოგების ძალიან კარგი შანსი“ – დაასრულა ბერდიხმა.