ბერდიხმა დოჰას ტურნირზე „უაილდ ქარდი“ მიიღო.
ბერდიხმა დოჰას ტურნირზე „უაილდ ქარდი“ მიიღო.

ჩეხმა ჩოგბურთელმა ტომაშ ბერდიხმა იანვრის დასაწყისში გასამართ დოჰას ტურნირზე მონაწილეობისთვის „უაილდ ქარდი“ მიიღო, იტყობინება Tennis World USA.

ამ დროისთვის ცნობილია იმ ჩოგბურთელთა ვინაობა, ვინც მონაწილეობას მიიღებს დოჰას ტურნირზე. ესენი არიან: ქართველი ნიკოლოზ ბასილაშვილი, სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი, ავსტრიელი დომინიკ ტიემი, რუსი კარენ ხაჩანოვი, ბელგიელი დავიდ გოფენი და სხვები.

ამ სეზონში ბერდიხმა 22 შეხვედრა ჩაატარა.მან ნახევარი სეზონი გამოტოვა ზურგის ტრამვის გამო. მსოფლიოს ექს მეოთხე ჩოგბურთელმა უიმბლდონი გამოტოვა, ასევე კარიერის განმავლობაში პირველად ორი დიდი სლემის ტურნირი გაუცდა ზედიზედ.ტრამვის გამო მან ამერიკის ღია ჩემპიონატიც გამოტოვა.

„უაილდ ქარდი“ ეწოდება საგანგებო მოსაწვევს რომელიმე ტურნირზე. ის გადაეცემა ერთ რომელიმე სპორტსმენს, რომელმაც კვალიფიკაცია ვერ ან არ გაიარა, თუმცა ორგანიზატორები თვლიან, რომ ის ტურნირში მონაწილეობას იმსახურებს.