ბერდია სიჭინავა - ჩვენ არ ვაპირებთ არავისთან ჭორაობას, ვერთიანდებით საქართველოსთვის და არავის წინააღმდეგ
ბერდია სიჭინავა - ჩვენ არ ვაპირებთ არავისთან ჭორაობას, ვერთიანდებით საქართველოსთვის და არავის წინააღმდეგ

ჩვენ არ ვაპირებთ არავისთან ჭორაობას არც ერთ მსგავს საკითხზე, ვერთიანდებით საქართველოსთვის და არავის წინააღმდეგ, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ აღმასრულებელმა მდივანმა ბერდია სიჭინავამ განაცხადა.

აღნიშნული კომენტარით ის გახარიასთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

„რაც შეეხება ივანიშვილის განცხადებას, ამასთან დაკავშირებით გიორგი გახარიას ოფიციალური გვერდით გავრცელდა განცხადება. კიდევ ერთხელ განვმეორდები – ჩვენ რა თქმა უნდა, არ ვაპირებთ არავისთან ჭორაობას არც ერთ მსგავს საკითხზე, ჩვენ ვერთიანდებით საქართველოსთვის და არავის წინააღმდეგ“, – აღნიშნა ბერდია სიჭინავამ.

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა გიორგი გახარიასთან დაკავშირებით განცხადება დღეს გაავრცელა. როგორც ბიძინა ივანიშვილი ამბობს, თებერვალში გახარიას ქმედება იყო საკუთარი გუნდისა და სახელმწიფოს ღალატი.

ამასთან, ივანიშვილის განცხადებას სოციალურ ქსელში უკვე გამოეხმაურა პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია. მისი თქმით, „მოვლენები იმაზე საინტერესოდ და სწრაფად ვითარდება, ვიდრე მოსალოდნელი იყო, სიმართლეს ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს“.

დატოვე კომენტარი