ბერა ივანიშვილი ბრაზილიაში ჩავა

22:14, 03.11.2019

მუსიკოსი ბერა ივანიშვილი ბრაზილიაში მიემგზავრება. ამის შესახებ ბერა ივანიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„ბრაზილია მომდევნო კვირაში პირველად მოვდივარ. მოუთმენლად ველოდები თქვენთან შეხვედრას. გთხოვთ, მირჩიეთ თუ რამე რეკომენდაცია გაქვთ ჩემი მოგზაურობისთვის“, – წერს ბერა ივანიშვილი „ფეისბუქზე“.

ბრაზილიურმა გარემოსდამცველმა ორგანიზაციამ „იესეიმ“ (ISA – „სოციალურ-ეკოლოგიური ინსტიტუტი“) ცოტა ხნის წინ გამოაცხადა, რომ ბერა ივანიშვილი ეკოლოგიური კამპანიის „ტყის ხალხის“ (#PovosDaFloresta) ახალი ელჩი გახდა.

მანამდე ბერა ივანიშვილმა ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ საკუთარი დანაზოგიდან და ოჯახის დახმარებით ამაზონის ტყეებში ხანძრებთან საბრძოლველად 1,1 მილიონ დოლარს გადარიცხავს.

მსგავსი