ბექა ოდიშარია – პარლამენტმა და მთავრობამ მიიღეს ისტორიული გადაწყვეტილება, გაუქმდეს „სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი“, მჯერა, ეს პირველი აუცილებელი ნაბიჯია სანუკვარი ოცნების ახდენისკენ

14:33, 17.11.2025

პარლამენტმა და საქართველოს მთავრობამ მიიღეს ისტორიული გადაწყვეტილება, გააუქმოს „სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი“. მჯერა, ეს მნიშვნელოვანი, აუცილებელი ნაბიჯია საქართველოს თითოეული მოქალაქის სანუკვარი ოცნების ახდენისკენ, – ამის შესახებ საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია სოციალურ ქსელში წერს.

ბექა ოდიშარია გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაცია უქმდება.

„ისტორიული გადაწყვეტილება. ის სამართლიანი მოცემულობა, რაც საქართველოს ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობიდან მოსულმა ხელისუფლებამ დაგვიტოვა, სააკაშვილმა და მისმა მთავრობამ თავდაყირა დააყენა და კვლავ გააჩინა ისტორიასთან არანაირი კავშირის მქონე, წმინდა ბოლშევიკური სახელდება – „სამხრეთ ოსეთი“. პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ მე-11 მოწვევის პარლამენტმა და საქართველოს მთავრობამ მიიღეს ისტორიული გადაწყვეტილება, კვლავ დაუმკვიდროს აწ უკვე მყარი საფუძველი ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას ისტორიულ გადაწყვეტილებას, გააუქმოს სსრ კავშირის და „ნაცმოძრაობის“ საოკუპაციო (!) სამართლებრივი ფორმა – „სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი“. მჯერა, ეს პირველი, მნიშვნელოვანი გადადგმული აუცილებელი ნაბიჯია საქართველოს თითოეული მოქალაქის სანუკვარი ოცნების ახდენისკენ“, – წერს ბექა ოდიშარია.

მსგავსი