ბექა ოდიშარია - ლევან ხაბეიშვილი ვის ადგილას უნდა ჩამოჯდეს, ზვიად გამსახურდიას, გია ჭანტურიას, მერაბ კოსტავას, იმ 21 დაღუპული გმირის თუ უამრავი თავგანწირული ადამიანის?
ბექა ოდიშარია - ლევან ხაბეიშვილი ვის ადგილას უნდა ჩამოჯდეს, ზვიად გამსახურდიას, გია ჭანტურიას, მერაბ კოსტავას, იმ 21 დაღუპული გმირის თუ უამრავი თავგანწირული ადამიანის?

ვის ადგილას უნდა ჩამოჯდეს ლევან ხაბეიშვილი, ზვიად გამსახურდიას, გია ჭანტურიას, მერაბ კოსტავას, იმ 21 დაღუპული გმირის თუ უამრავი თავგანწირული ადამიანის?, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ აჭარის ტელევიზიის ეთერᲨი განაცხადა.

მისი თქმით, ოქსიმორონია, რომ ლევან ხაბეიშვილი ცდილობს, მიიწებოს 9 აპრილი და რამენაირად ამასთან ასოცირებული იყოს.

„არ მგონია, ჩვენი ერი იმდენად ვერ აკეთებდეს ანალიზს, ვის გვერდში და რა დროს დადგეს. ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი ყველაზე წმინდა დღე, გმირული, საამაყო და ალბათ გათანასწორებული გარკვეულ სასულიერო მემორიალურ დღეებთან, შესაბამისად, პერსპექტივა ამ მხრივ ნაკლებია“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა მოქალაქეებს მოუწოდა, 9 აპრილს, 17:00 საათზე რუსთაველის გამზირზე შეიკრიბონ. ხაბეიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია მოქმედება, რათა ხელისუფლებამ ევროკავშირის 12 რეკომენდაცია შეასრულოს. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ხელისუფლებას 9 აპრილამდე აძლევენ დროს, რათა ანახონ საზოგადოებას, რომ იწყებენ ყველა რეკომენდაციის შესრულებას.