ლევან ხაბეიშვილი - ჩვენ გვინდა ევროპული სიბერე დედებისთვის, ახალგაზრდებისთვის - ევროპული განათლება, მოვემზადოთ მოქმედებისთვის და შევიკრიბოთ 9 აპრილს რუსთაველზე
ლევან ხაბეიშვილი - ჩვენ გვინდა ევროპული სიბერე დედებისთვის, ახალგაზრდებისთვის - ევროპული განათლება, მოვემზადოთ მოქმედებისთვის და შევიკრიბოთ 9 აპრილს რუსთაველზე

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა მოქალაქეებს მოუწოდა, 9 აპრილს, 17:00 საათზე რუსთაველის გამზირზე შეიკრიბონ.

ხაბეიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია მოქმედება, რათა ხელისუფლებამ ევროკავშირის 12 რეკომენდაცია შეასრულოს.

„ქართველ ხალხს უნდა ევროპაში, ქართველ ხალხს არ უნდა ანწუხელიძის მკვლელებთან, არ უნდა, რუსეთის გუბერნია ვიყოთ. ჩვენ გვინდა ევროპული უსაფრთხოება, ევროპული მშვიდობა, ევროპული ეკონომიკა, ჩვენ გვინდა ევროპული სიბერე ჩვენი დედებისთვის, ჩვენ გვინდა ევროპული განათლება ჩვენი ახალგაზრდებისთვის, ევროპული ცხოვრება და სწორედ ამიტომ მე გთავაზობთ, 9 აპრილს, ხუთ საათზე შევიკრიბოთ რუსთაველზე და ამასობაში რუსულ ოცნებას მივცეთ დრო, რომ რეალურად დაიწყოს ევროკავშირის სტატუსის მიღებისთვის სამუშაოები, რაც გულისხმობს 12 რეკომენდაციის შესრულებას. მათ მივცეთ დრო 9 აპრილამდე, რათა, როგორც რუსული კანონი სამ წუთში გაიწვიეს, ასევე სწრაფად, ხვალიდან ანახონ საზოგადოებას, რომ ისინი იძულების წესით იწყებენ ამ ყველა რეკომენდაციის შესრულებას. მთელი საქართველოს მასშტაბით უნდა მოვემზადოთ, უნდა მოვემზადოთ მოქმედებისთვის და შევიკრიბოთ 9 აპრილს, ხუთ საათზე რუსთაველის გამზირზე“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.