ბექა ოდიშარია - დასრულდა ძალიან თბილი შეხვედრა რადაში, მივემგზავრებით ბუჩასა და ირპენში
ბექა ოდიშარია - დასრულდა ძალიან თბილი შეხვედრა რადაში, მივემგზავრებით ბუჩასა და ირპენში

დასრულდა ძალიან თბილი შეხვედრა რადაში, მივემგზავრებით ბუჩასა და ირპენში, – ამის შესახებ საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრი, პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია სოციალურ ქსელში წერს.

უკრაინაში დღეს საქართველოს საპარლამენტო დელეგაციასა და რადას თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკს შორის შეხვედრა გაიმართა. როგორც შეხვედრის შემდეგ შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, „ესტუმრა ძვირფას კოლეგა რუსლან სტეფანჩუკს გმირ კიევში, რათა გამოხატონ სოლიდარობა და გაიზიარონ ტკივილი“.

ამსათან, შეხვედრის შემდეგ რუსლან სტეფანჩუკმა განაცხადა, რომ უკრაინისა და საქართველოს დელეგაციების შეხვედრა ხელს შეუწყობს ქვეყნების ორმხრივი ურთიერთობების განმტკიცებას. მან მადლობა გადაუხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ვიზიტისთვის, რომელიც მისი თქმით, სოლიდარობისა და მხარდაჭერის მნიშვნელოვანი გამოვლინებაა.