შალვა პაპუაშვილი – უკრაინელების სიმამაცე და გამბედაობა სამუდამოდ გადაეცემა ჩვენს მომავალ თაობებს, როგორც ღირსებისა და გამბედაობის საუკეთესო მაგალითი
უკრაინელების სიმამაცე და გამბედაობა სამუდამოდ გადაეცემა ჩვენს მომავალ თაობებს, როგორც ღირსებისა და გამბედაობის საუკეთესო მაგალითი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარესთან, რუსლან სტეფანჩუკთან საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში წერს.
„ვესტუმრე ჩემს ძვირფას კოლეგა რუსლან სტეფანჩუკს გმირ კიევში, რათა გამოვხატოთ ჩვენი სოლიდარობა და გავიზიაროთ ტკივილი.
უკრაინელების სიმამაცე და გამბედაობა სამუდამოდ გადაეცემა ჩვენს მომავალ თაობებს, როგორც ღირსებისა და გამბედაობის საუკეთესო მაგალითი“, – წერს პაპუაშვილი „ტვიტერზე“.
Visited my dear colleague Ruslan Stefanchuk @r_stefanchuk in heroic #Kyiv to demonstrate our solidarity and share the pain. Braveness and determination of Ukrainians will forever be told to our future generations as a prime example of virtue and boldness. pic.twitter.com/pXMTOd568N
— Shalva Papuashvili 🇬🇪 (@shpapuashvili) April 16, 2022