ბექა ნაცვლიშვილი - ბიძინა ივანიშვილი ბევრ დადებით იმპულსს შესძენს საპრეზიდენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ მონაწილეობას
ბექა ნაცვლიშვილი - ბიძინა ივანიშვილი ბევრ დადებით იმპულსს შესძენს საპრეზიდენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ მონაწილეობას

ბიძინა ივანიშვილს, როგორც „ქართული ოცნების“ ლიდერს, აქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა და პოლიტიკურ სცენაზე მისი აქტიურად გამოჩენა ბევრი დადებითი იმპულსის მატარებელი იქნება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

მისი განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი ბევრ დადებით იმპულსს შესძენს საპრეზიდენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ მონაწილეობას.

„ჩვენ მალე შევალთ საპრეზიდენტო არჩევნების აქტიურ ფაზაში. კარგი გადაწყვეტილებაა. ძალიან ბევრ პოზიტიურ იმპულს შესძენს საპრეზიდენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ მონაწილეობას. ეს ნაბიჯი მისასალმებელია. არ მგონია, რომ ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტობის კანდიდატი იყოს. „ქართული ოცნება“ წარდგება როგორც უფრო ძლიერი გუნდი. ბიძინა ივანიშვილს, როგორც „ქართული ოცნების“ ლიდერს, აქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა და პოლიტიკურ სცენაზე მისი აქტიურად გამოჩენა ბევრი დადებითი იმპულსის მატარებელი იქნება“, – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

„ქართული ოცნების“ ოფისში დღეს გამართული შეხვედრის შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ პარტიას ბიძინა ივანიშვილი უხელმძღვანელებს. „ბიძინა ივანიშვილმა ჩვენი ქვეყნის ისტორიის ერთ-ერთ ურთულეს დროს ჩამოაყალიბა პარტია, რომელმაც გარდამტეხი როლი შეასრულა სახელმწიფოს განვითარებაში. ყველასთვის ნათელია, რამდენად დიდია ჩვენი გუდნისთვის ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი. მინდა გითხრათ, რომ ჩემი და გუნდის სახელით მე შევთავაზე ბიძინა ივანიშვილს, სათავეში ჩაუდგეს პარტიას და მოხარული ვარ, რომ ბიძინა ივანიშვილმა თანხმობა განაცხადა”, – აღნიშნა კვირიკაშვილმა.