ბექა ლომთაძე მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია | ბუდაპეშტი 2018 [ვიდეო]
უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედინალში ბექა ლომთაძე (61 კგ.) იაპონელ კაზუია კოიანაგის შეხვდა.
პირველი ქულები ქართველმა მოიპოვა და 2:0 დაწინაურდა და ორთაბრძოლის პირველი ნახევარი ამ ანგარიშით მოიგო.
ანალიგიური სცენარით წარიმართა დაპირისპირების მეორე ნახევარიც და ლომთაძემ ოთხქულიანი უპირატესობა მოიპოვა. ამის შემდეგ იაპონელი გააქტიურდა და ქულაც მოიპოვა, მაგრამ ქართველმა მეტოქეს ზედიზედ ორი ილეთი გაუკეთა და საბოლოო ჯამში 11-1 მოიგო.
ტურნირის მეოთხედფინალში არიან გენო პეტრიაშვილი (125 კგ.) და ავთო კენჭაძე (74 კგ.). პეტრიაშვილი მომდევნო შეხვედრაში რუს ანზორ ხიზრიევს შეხვდება, ხოლო კენჭაძის მეტოქე კი აზერბაიჯანელი აბუბაკრ აბაკაროვი იქნება.
მსოფლიო ჩემპიონატის პირველ დღეს საქართველოს ღირსებას სანდრო ამინაშვილიც იცავდა, თუმცა იგი ასპარეზობას მერვედფინალიდან გამოეთიშა.