გენო პეტრიაშვილმა გამარჯვებით დაიწყო, კენჭაძე მეოთხედფინალშია | ბუდაპეშტი 2018 [ვიდეო]
გენო პეტრიაშვილმა გამარჯვებით დაიწყო, კენჭაძე მეოთხედფინალშია | ბუდაპეშტი 2018 [ვიდეო]

ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი შეხვედრა ჩაატარა გენო პეტრიაშვილმა (125 კგ.), რომლის მეტოქეც ტურნირის მერვედფინალში უნგრელი დანიელ ლიგეტი იყო.

გენომ მეტოქის წინააღგმდეგობა მარტივად დაძლია და მასპინძელი შეხვედრისთვის განკუთვნილი დროის გასვლამდე – 11:1 დაამარცხა.

პეტრიაშვილი მომდევნო შეხვედრაში რუს ანზორ ხიზრიევს შეხვდება. გამარჯვების შემთხვევაში, ტურნირის ნახევარფინალში მსოფლიოს ჩემპიონატის შარშანდელი ფინალი გამეორდება და ქართველი ფალავანი თურქ ოლიმპიურ ჩემპიონს, ტაჰა აკგულს დაეჭიდება.

ავთო კენჭაძემ ტურნირის მერვედფინალში, ასევე დროზე ადრე დაამარცხა პოლონელი ანდრეი სოკალსკი (12:2) და მომდევნო ეტაპზე გავიდა.